საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქარაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას ნეგატიურად აფასებს. როგორც ჟურნალისტებთან ბაქარაძემ განაცხადა პრეზიდენტისგან ვერ მოისმინა ვერც ერთი კონკრეტული წინადადება თუ რას აპირებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ხალხს აწუხებს.
,,სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე პრეზიდენტისგან თუ რა გააკეთა კონკრეტულად განვლილი ოთხი თვის განმავლობაში და რაც კიდევ უარესია ვერ მოვისმინე ვერ ერთი კონკრეტული წინადადება რის გაკეთებას აპირებს მომავალი თვეების განმავლობაში იმ მთავარი პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ხალხს აწუხებს. რა თქმა უნდა, კარგი და მნიშვნელოვანია ლექცია კონსტიტუციონალიზმზე, საერთაშორისო სამართალზე, მაგრამ, ვფიქრობ, დღეს საქართველოს პრეზიდენტისგან ხალხი კონკრეტულ წინადადებებს ელოდება", _განაცხადა დავით ბაქრაძემ.