სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას პოზიტიურად აფასებს. როგორც საკითხის კომენტირებისას ნანუაშვილმა განმარტა სანქციების გამკაცრება ერთ-ერთი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს.
,, კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაწყვეტილებად მიიღო სწორედ სანქციის გამკაცრება, რათა უფრო მეტი გარანტიები ყოფილიყო შექმნილი პირადი ცხოვრების დაცვის. ვფიქრობ, პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრება არის ერთ-ერთ ნაბიჯი იმისთვის, რომ მომავალში დაცული იყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა", _განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები შედის რომლის თანახმად, უკანონო მიყურადებისთის სასჯელი 3-დან 7-წლამდე მკაცრდება. აღნიშნულის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
,,როგორც მოგეხსენებათ უკანასკნელი წლების განმავლობაში ხდებოდა ადამიანის პირადი ცხოვრების უკანონოდ მიყურადება, ჩაწერა და ამით უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. ამისთვის კანონი ითვალისწინება სამ წლამდე პასუხისმგებლობას და ახლა გაითვალისწინებს შვიდ წლამდე პასუხისმგებლობას", _განაცხადა ჭიკაიძემ.
ჭიკაიძის განცხადებით, პირი რომელის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებს სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცემს ის პასუხისმგებლობისგან გათვაისუფლდება.