რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ მარტის დასაწყისში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას ბატონ აბაშიძესთან, ის შესაძლოა მარტის დასაწყისში გაიმართოს. დღის წესრიგი ადრინდელი იქნება - პრაქტიკული გზები ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის იმ სფეროებში სადაც ეს შესაძლებელი იქნება.
ცხივრებიდან გამომდინარე წავალთ - ხმამაღალი განცხადებებისა და ზედმეტი ილუზიების გარეშე.
ჩვენი პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ მინისტრის სიტყვების გათვალისწინებით (ორი ქვეყნის ხელმძღვანელის შესაძლო შეხვედრა) რა თქმა უნდა ჩვენ შევეხებით ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს", _ განაცხადა კარასინმა.