საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისი" თავმჯდომარემ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც თამაზ შოშიაშვილმა აღნიშნა, პრესიის მიერ დაანონსებული აქცია, რომლის ლოზუნგია ,,არა თბილისის ნაციონალურ ბიუჯეტს'' თავისთავად იმის მანიშნებელია, რომ დღეს საკრებულოს უმრავლესობა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.
მისივე თქმით, ქალაქის მერიის მხრიდან ყველა პირობა და შენიშვნა იქნა გათვალისწინებილი, რის გამოც "ქართული ოცნების'' ფრაქციები ჩიხში შევიდნენ და ვინაიდან ბიუჯეტის არმიღების არანაირი არგუმენტი აღარ არსებობს, ახლა უმრავლესობა ოპოზიციას ქუჩის აქციებით უპირისპირდება.
თამაზ შოშიაშვილი დედაქალაქის ბიუჯეტის გარეშე დატოვების პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს, არამედ მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს და აცხადებს, რომ დაანონსებული აქციებით უმრავლესობა მხოლოდ თავის გამართლებას ცდილობს.
,,დედაქალაქის მერიამ ბიუჯეტში საკრებულოს ყველა შენიშვნა გაითვალისწინა, თუმცა, როგორც ჩანს, ბიუჯეტის დამტკიცებას უმრავლესობის წარმომადგენლები მხარს არც დღეს დაუჭერენ. არგუმენტების არარსებობის გამო კი დაანონსებული აქციით ისეთ ფონს ქმნიან, თითქოს ისინი დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნას ასრულებენ", _'განაცხადა შოშიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე თბილისის 2014 წლის ბიჯეტის შესწორებულ ვარიანტზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.