,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, ტექნიკურმა ექსპერტმა გიორგი ნიკოლაიშვილმა და სამშენებლო ექსპერტმა ზურაბ ნოზაძემ ,,თბილისის წყალთან'' დაკავშირებით ,,რეპორტიორის'' პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ,,თბილისის წყალში'' არსებულ მძიმე სიტუაციასა და დარღვევებს ეხება პროკურატურამ მუშაობა დაიწყო. საჩივარი წარმოებაშია მიღებული და უახლოეს პერიოდში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც უნდა ველოდოთ. ,,თბილისის წყალში'' იმდენად კატასტროფული მდგომარეობაა, რომ უკვე აქტირად მიმდინარეობს კომპანიის გაყიდვის თაობაზე მუშაობა. არაა გამორიცხული ,,თბილისის წყალი'' სახელმწიფოს დაუბრუნდეს, ხოლო იმ ზიანის გამო რაც თბილისელებს მიადგათ თბილისის წყალში დაპატიმრებებსაც ვუნდა ველოდოთ.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: ,,თბილისის წყალს'' აღებული ქონდა ვალდებულება რომ ქსელების რეაბილიტაცია ქალაქის მაშტაბით 2014 წლისთვის უნდა დაესრულებინა, თუმცაღა ეს ვალდებულებები დღემდე შეუსრულებელია რის გამოც მიწისქვეშა მილებიდან გაჟონილი წყალი მიედინება შენობა-ნაგებობების საძირკვლებში და ამის გამო რეალური საფრთხე არსებობს თბილისში შენობა ნაგებობის ჩამონგრევისა. ის რომ დღეს ნახევარი თბილისი წყალზე დგას სწორედ ,,თბილისის წყალის'' დამსახურებაა და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება კომპანიას პასუხს მოსთხოვს. ,,თბილისის წყალში'' სურთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც კომპანიაშია თავიანთ ხელქვეითებს გადააბრალონ და ჯოხი მათზე გადატეხონ სწორედ ამას უკავშირდება სოსო ალავიძის უსაფრთხოების უფროსად დანიშვნა, რათა მისი მეშვეობით მოხდეს აღნიშნული ,,შავი სიისთვის'' განსაზღვრული პირების გამოვლენა და დასჯა .