ხალხს სჭირდება მომავალზე ორინტირებული პროექტები, - აცხასდებს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი. მის თქმით, გავა წლები და საზოგადოება დასვამს იგივე კითხვებს, რასაც ორი ათეული წლის წინ - ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? რაშია გამოსავალი?
"თუ სწრაფი ტემპებით არ დავიწყეთ ეკონომიკის სექტორის განვითარება, რათა მომხარებელ ქვეყნიდან ვიქცეთ მწარმოებელ ქვეყნად, რის შედეგადაც მივაღწევთ გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას, ჩვენ მუდმივად ვიქნებით წარსულზე ორიენტირებული ქვეყანა, სადაც ორ ათეულ წელზე მეტია ხელისუფლება, არა მომავალზე ფიქრით, არამედ ძველი ხელისუფლების წარსულის ქექვით არის დაკავებული (ასეთ საქმეებს შესაბამისი უწყებები უნდა იძიებდნენ და არა მთელი ხელისუფლება). წარსულის ძიების პარალელურად , გაცილებით მეტი დრო უნდა დაეთმოს მომავლის ძიებასაც. ხალხს სჭირდება მომავალზე ორინტირებული პროექტები, რომელთა მეშვეობით გადაიჭრება სიღარიბის, უმუშევრობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავა წლები და საზოგადოება დასვამს იგივე კითხვებს, რასაც ორი ათეული წლის წინ - ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? რაშია გამოსავალი?", - განაცხადა ჩოჩელმა.