უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის დავით ზურაბიშვილის განცხადებით ეკლესია ყოველთვის იყო დასაყრდენი რუსული პოლიტიკისთვის.
როგორც ზურაბიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საფრთხეების შეფასებისას აღნიშნა რუსეთი ყოველთვის იყენებდა და მომავალშიც გამოიყენებს ეკლესიას, როგორც მნიშვნელოვან იარაღს.
"რუსეთი ყოველთვის იყენებდა ეკლესიას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღს. რუსეთის ეკლესიაში უამრავი ღირსეული ადამიანია, ბევრი ღირსეული სასულიერო პირი აპროტესტებდა ამ ყველაფერს. ჩვენ ამ ყველაფერს მთელი მე-19 საუკუნის ისტორია გვეუბნება. ამ ფაქტების გამოყენების მცდელობა იქნება მაგრამ, იმედი მაქვს რომ საქართველოს მართლმადიფებული ეკლესია ამ გამოწვევას კარგად და ღირსეულად უპასუხებს" , - აცხადებს ზურაბიშვილი.