პატიმრების ახლობლებმა ღამე გეგუთის ციხესთან გაატარეს. ისინი კვლავ დირექტორთან და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანებით პატიმრები ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავდათ, თუმცა ამჯერად მიზეზი არა სხეულის თვითდაზიანება, არამედ შიმშილობის შედეგად პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, გეგუთის კოლონიიდან რამდენიმე შეტყობინება მიიღეს და მიზეზად მედიკოსებიც შიმშილობას ასახელებენ.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ციხეში არსებულ მდგომარეობას ადმინისტრაცია სრულად აკონტროლებს და დაწესებულების ხელმძღვანელის გადაყენების საკითხი სამინისტროში არ განხილება. თალაკვაძის თქმით, ადგილზე მობილიზებულია მედპერსონალი და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გართულებების შემთხვევაში, პატიმრები გადაიყვანონ სხვადასხვა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებში.
გეგუთის ციხეში მიმდინარე პროცესებს 24- საათიან რეჟიმში აკვირდებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები.