საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი", რეისით დუბაი-თბილისი,     სომხეთის   მოქალაქე   ა . მ. ჩამოფრინდა. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების  სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, Apple iPhone 5s - 41 ცალი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  შეადგინა 46651,9 ლარი.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.