სააგენტო რეგნუმის ხელმძღვანელმა მოდესტ კოლეროვმა ქართველები ბესლანის ტერაქტის მონაწილეობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ კოლეროვმა დღეს "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ტელეხედ თბილისი-მოსკოვზე განაცხადა.
"ჩვენ კარგად ვიცით რომ ბესლანში ტერაქტის დროს ქართველი ტერორისტები იმყოფებოდნენ" - აღნიშნა რეგნუმის ხელმძღვანელმა, რაზეც ქართველმა ჟურნალისტებმა კერძოდ ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ ეს მისი მხრიდან ანეკდოტის მოყოლას გავდა, უკეთეს შემთხვევაში კი ბოროტ ხუმრობას.
ამასთან ტუღუში საქართველო რუსეთის აგვისტოს ომსაც შეეხო და აღნიშნა რომ რუსეთის მხრიდან საზღვრების "გახსნა" კონფლიქტურ რეიგონებში იარაღის შესატანად ხდებოდა.
"საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ იარაღის შეასტანად ხსნიდით საზღვრებს. იმედი მაქვს ამას დამიდასტურებთ, რადგან იქ ომი "დუბინკებით" არ გამართულა. ასევე რუსეთის ხელისუფლებას არ ჰქონდა ჩვენს საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებში სამხედრო წვრთნების ჩატარების უფლება" - აღნიშნა ტუღუშმა.
ტუღუშის გამოსვლას რეგნუმის ხელმძღვანელი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მაშინ როცა საქართველო საკუთარ ქვეყანაში ქართულ ამერიკულ წვრთნებს ატარებდა ეს კრემლს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარების უფლებას აძლევდა. აღნიშნული განცხადების შემდეგ სააგენტო რეგნუმის ხელმძღვანელმა კოლეროვმა ტელეხიდი დატოვა.