ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები საქართველოს 16-17 მარტს ეწვევიან. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისს ხვალ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა, რომლებიც შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ. ასევე დაგეგმილია მათი სოხუმში და ცხინვალში ვიზიტიც.
"ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები პიერ მორელი,
მურატ ნურგალიევი და გაეროს ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საქართველში ანტე ტურენინი ჟენევის მოლაპარაკებათა მე-10 რაუნდისთვის მხარეებთან საკითხებს შეთანხმებენ", - აღნიშნა კალანდაძემ და აქვე დასძინა, რომ ჟენევაში ქართული მხარე სხვა საკითხებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების გაურესების და დეოკუპაციის საკითხების კვლავ დააყენებს.
ამასთან, ქართველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ წინა რაუნდებისგან განსხვავებით მე-10 რაუნდი შედეგიანად დასრულდება და მხარეები რიგ საკითხებზე შეთანხმებას ამჯერად მაინც მიაღწევენ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-10 რაუნდი, ჟენევაშ 30 მარტს გაიმართება.