ერაყის დედაქალაქში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 62 ადამიანს მიაღწია.
ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, აფეთქება ბაღდადის გუბერნატორის კანცელარიასთან და იუსტიციის სამინისტროს შენობებთან მოხდა.
ასაფეთქებელი ნივთიერებები, სავარაუდოდ, აღნიშნულ შენობებთან მდგომ ავტომობილებში იყო დამონტაჟებული.