კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამემნტის სესიაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრების თავშეკავებისკენ მოუწოდა და სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალა შეაფასა.
,,მე მინდა გამოვეხმაურო იმ ფირს, რომლის პირობითი სათაურიც შეიძლება ასეთი იყოს "ორი გვამი მჭირდება". მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ 20 მაისს მოხდა ეს საშინელი უბედურება, როდესაც დახვრიტეს გია კრიალაშვილი და მისი ორი მეგობარი, ორი გადარჩა. მაშინ რუსთაველის გამზირზე იმართებოდა მიტინგები. რამდენიმე დღით ადრე 16-17 მაისს დატრიალდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი ამ ხალხის არა აყვანას, არამედ ლიკვიდაციას აპირებს. მე მომიწია მაშინ მიტინგზე ამის გახმოვანება, მაგრამ არ მჯეროდა თუ ამას გაბედავდნენ და მოახდენდნენ ასეთ საშინელებას. ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს იყო ბრძანება, რომელმაც გამოჟონა და შემდეგ დადგა სავალალო შედეგი. ამ ყველაფრის შემდეგ მინდა ვკითხო "ნაციონალურ მოძრაობას" რატომ არ ფიქრობთ რა დღეში ხართ, რა განცხადებებს აკეთებთ რა უბედურება გჭირთ. თქვენი გენერალური მდივანი გვამებს ითხოვს, პარტიის თავმჯდომარე კი გეუბნებათ, რომ ფეხებზე ჰკიდიხართ იქ უფრო მეტი ხელფასი აქვს და საერთოდ არ აინტერესებს თქვენთან ყოფნა და ამის შემდეგ რა უფლებით უნდა გველაპარაკოთ მედიაზე, ეკონომიკაზე, ,,ქართული ოცნების" უუნარობაზე და ხალხის სიკეთესა და კეთილდღეობაზე. ამიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება ან გაემიჯნეთ ამ ამბებს, ან აიღეთ ეს პასუხისმგებლობა", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.