,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავრობა უუნაროა. როგორც პარლამენტის სესიაზე ვაშაძემ განაცხადა უუნაროა მთავრობა, როცა ვერ ახერხებს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.
,,დღეს ჩვენ გვყავს აბსოლუტურად უუნარო მთავრობა. ჩემი აზრით, მართლაც უუნაროა მთავრობა როცა საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე და ვერც ერთი გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანა და ყველა საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობისა და მითქმა მითქმის საგანი. აბსოლუტურად უუნაროა მთავრობა როდესაც ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საუბრობს, რომ მყისიერად გამოიძიებენ, პირად კონტროლზე აიყვანენ, მაგრამ რეალურად საქმეში არანაირი წინსვლა არ არის. უუნაროა მთავრობა როცა სპეკულირებს, ჟვანიას საქმით და გამოძიება რეალური ფაქტები არ დევს და გამოძიება არ დასრულებულა", _განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის განცხადებით, მთავრობა უუნარობასთან ერთად თავდაჯერებულიცაა, რაც ქვეყანას სასიკეთოს არაფერს მოუტანს.