სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის გუშინდელ განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს და მოუწოდებს, რომ საკუთარ პრესსამსახურთან კონტაქტი იქონიოს.
"მინდა ვთხოვო ბატონ კახი კალაძეს, მომავალშიც, სანამ მსგავს გადაუმოწმებელ განცხადებას გაავრცელებს, პირველ რიგში, კონტაქტი იქონიოს საკუთარ პრესსამსახურთან. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას არ ჰქონდა და ის ინფორმაცია წაკითხული განცხადება, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებას არ გააკეთებდა", _განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დიალოგის დაწყების მიმართვით განაცხადება როგორც ენერგეტიკის სამინისტროს ასევე ინვესტორ კომპანიას გადაუგზავნა. როგორც ომბუდსმენის მიერ გუშინ, გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, ორივე უწყებიდან ომბუდსმენმა დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით უარი მიიღო ამასთან გუშინვე საპასუხო განცხადება გაავრცელა ენერგეტიკის სამინისტრომ სადაც აღნიშნული იყო რომ ოფიციალური მომართვა სახალხო დამცველის აპარატიდან სამინისტროსთან შეხვედრის ორგანიზების მიზნით არ ყოფილა.