უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს კომენტირებისას აცხადებს, რომ ყველა ის ბრალდება რომელიც დღის განმავლობაში გაჟღერდა უსაფუძვლოა. როგორც საკითხის კომენტირებისას ბოკერიამ განაცხადა ხელისუფლებამ იმ დროს აბსოლუტურად ადეკვატურად იმოქმედა.
,, ყველა ის ბრალდება რომელიც დღის განმავლობაში გაისმა, თითქოს, ვინმეს თვითმიზანი იყო ვინმეს მკვლელობა არის უსაფუძვლო და არ არის ფაქტებით გამყარებული. ამით იმ ხალხის გამართლებას ცდილობენ, ვისაც ქვეყნის ძალადობაში, სისხლისღვრასა და 1990-იან წლებში დაბრუნება სურს. რაც შეეხება იმას, თუ რა ამოცანა ჰქონდა ოპერაციის ჩატარებისას ხელმძღვანელებს, ამაზე არაფერი ვიცი, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის", - განაცხადა ბოკერიამ.