,,ნამოძრაობის" წევრი სერგო რატიანი გავრცელებულ ვიდეომასალას ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ პროცესების ჩიხში შესვლას უკავშირებს. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რატიანმა ,,ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც პარტიის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია მიმდინარეობს.
,,გავრცელებული ვიდეს გავრცელება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია იმასთან, რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით პროცესები ჩიხშია შესული. ის ბრალდებები, რომელიც მერაბიშვილის წინააღმდეგ გვესმის, მაგალითად, 26 მაისთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში ბრუნდება როგორც მხილება იმ დანაშაულისა რაც რეალურად მოხდა. ვფიქრობ, გავრცელებული კადრებს თუ გამიძიებენ, რეალურად მოხდება იმ დანაშაულის მხილება რაც იმ დღეს მოხდა", _განაცხადა რატიანმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.