„ორი გვამი" -ეს რას ნიშნავს კონტექსტზეა დამოკიდებული-ასე გამოეხმურა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი მერაბიშვილის საკნდალურ ვიდეოს. როგორც „კავკასიის" ეთერში დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, არ შეიძლება ერთ ფრაზაზე ჩაჭიდება. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ აღნიშნულ ფრაზაზე მოიძებნოს ათი განმარტება თუ როგორ შეიძლება ეს ეთქვა უდანაშაულო ადამიანს.
„ეს რას ნიშნავს კონტექსზეა დამოკიდებული, ალბათ ეს ლაპარაკია ლაფანყურის ამბავზე. იქ ყველას ეტყობა, რომ არის აჟიტირებული, ერთი და ორ ადამიანზე ხომ არ არის ლაპარაკი, არის ძალიან ბევრი ხალხი. მუხრანის ამბოხი სხვა ამბავია. ეს არ არის მუხროვანის ამბოხი ნამდვილად. იქ არანაირი გვამი არ ყოფილა. ფრთხილად ვიყოთ და ნუ ჩავეჭიდებით რაღაც ფრაზებს და ამაზე ნუ ავაგებთ რაღაცას თორემ შეიძლება მერე აღმოჩნდეს პირიქით და აღმოჩნდეს რომ არაფერი „იმისთანა არ ყოფილა. ლიტერატურასთან ახლოს ვარ და შემიძლია აქვე შემოგთავაზო ათი ახსნა როგორ შეიძლება ეს ეთქვა უდანაშაულო ადამიანს და შემიძლია აქვე შემოგთავაზო ათი ახსნა როგორ შეიძლება ის იყოს დამნაშავე. ეს კადრები არაფერს არ ნიშნავს, მე პირადად ეს კადრები არაფერს არ მეუნება",-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები