ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ საზოგადოებას მოუწოდებს სამხედროების მოქმედებებთან დაკავშირებით, წინასაწი დასკვნებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ, უილიამ ლაჰიუმ გუშინ გავრცელებული ვიდეოს კომენტირებისას განცხადა.
,,მუხროვანია ამბოხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია გაგვაჩნდა, მაგრამ ძალიან სენსიტიური საკითხია და ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას, მინდა მოგიწოდოთ თავი შეიკავოთ წინასწარი შეფასებებისგან და არ გამოვიტანოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა სამხედრო პირების მოქმედებები უკანონო", _განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.