პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ სოცილურ ქსელით გავრცელებულ ვიდეოს ავთენტურობა უნდა დაგინდეს და უნდა დაიკითხოს ყველა პირი ვინც ვიდეორგოლში ფიგურირებს.
,,გამოძიებამ უნდა დაადგინოს ამ ვიდეოს ავთენტურობა, უნდა მოხდეს გამოძიება. უნდა დაიკითხოს ყველა პირი. თუმცა ერთი შეხედვით თუკი ჩავთვლით რომ ეს ვიდეოფირი ნამდვილია პირდაპირ ჩანს რომ ვანო მერაბიშვილი პირდაპირ შეკვეთას აძლევს სამხედროებს, რომ მათ ორი ადამიანის ლიკვიდაცია მოხდინონ და ამისთვის დიდი პრემიასაც მიიღებენ. ეს არის პირდაპირი დანაშული რამდენადაც სახელმწიფო მოხელე, შს მინისტრი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არ მოხდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ეს არის მისი პირდაპირი ვალდებულება. ფაქტობრივად, საქმე შეკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს", _განაცხადა სესიაშვილმა.
ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს.