სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელით გავრცელებული ვიდეორგოლის ავთენტურობა უნდა დადგინდეს და თუ გაირკვევა, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სინამდვილეს შეესაბამება გამოძიება უნდა დაიწყოს.
,,უნდა დაგინდეს პირველ რიგში, ვიდეო რამდენად ავთენტურია და რამდენად ნამდვილია ის კადრები რომელიც გავრცელდა. თუ ნამდვილად ასეა აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით", _განაცხადა ნანუაშვილმა.