"უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მოუწოდებს მთავარ პროკურატურას მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გამოიძიოს მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის საკითხი.
"ვინმეს თუ ჰგონია ვანო მერაბიშვილი ორ გვამს და პრემიას მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის გარეშე ითხოვდა ძალიან ცდება. მერაბიშვილი ნაბიჯსაც არ დგამდა სააკაშვილი მითითების გარეშე.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას: ახლა სააკაშვილს არანაირი იმუნიტეტი არ იცავს და დაიბარეთ იგი დაკითხვაზე რათა ჩვენება მისცეს გამოძიებას საქმეზე. აღნიშნული ვიდეოფირით თუ ვიმსჯელებთ იკვეთება, როგორც მერაბიშვილის ასევე ახალაიას, სააკაშვილის, უგულავას, ადეიშვილის და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. ნაციონალური მოძრაობის წევრებს კი მინდა მივმართო თუ თქვენ კიდევ ვერ გამოიტანეთ დასკვნები თქვენ მართლა პოლიტიკური გვამები ხართ", - აცხადებს მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს