30 იანვარს, 14:0 საათზე, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრში (ICCN) ცენტრის ექსპერტები და კავშირი - „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები" მდინარე ენგურზე მდებარე ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი პროექტის იდეის განხორციელების შესახებ განცხადებას გააკეთებენ.
კერძოდ, პროექტის მიხედვით, ენგურის ხიდზე ადმინისტრაციული საზღვრის გამშვებ პუნქტთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეიქმნება თავისუფალი სივრცე და „მშვიდობის ქართულ-აფხაზური სახლი" დაფუძნდება.
„მშვიდობის ქართულ-აფხაზური სახლის" დაარსების საკითხზე იწყება ფართო მოლაპარაკებები და შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან.