პატიმრობაში მყოფი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ვიტალი კლიჩკოს წარმატებას უსურვებს. ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ კლიჩკოს მთავარი პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლა და პოლიციის რეფორმა იქნება.
„მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს მეგობარს ვიტალი კლიჩკოს.
მე მჯერა, რომ მისი და მისი მეგობრების სახით უკრაინას ეყოლება ლიდერები, რომლებიც ქვეყანას გაუძღვებიან ევროინტეგრაციისა და რეფორმების გზაზე.
დარწმუნებული ვარ, კორუფციასთან ბრძოლა და პოლიციის რეფორმა იქნება მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაშიც საქართველოს გამოცდილება მას და უკრაინას ძალიან გამოადგება.
უკრაინელი ხალხი, ისევე როგორც ქართველი ხალხი, იმსახურებს და აუცილებლად მიაღწევს ევროპულ მომავალს"- განმარტავს მერაბიშვილი.