კანონი ამნისტიის შესახებ იმ სახით, რა სახითაც მას ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობს - მიუღებელია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.
„ადამიანები ქუჩაში იმიტომ გამოვიდნენ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეცვალონ და თქმა იმისა, რომ :"ჩვებ გავათავისუფლებთ ხალხს თუ ისინი სახლში წავლენ" - დაუშვებელია",_ განაცხადა კლიჩკომ თუმცა ისიც აღნიშნა, რომ სისხლისღვრის დაშვება არ შეიძლება.
კლიჩკო აღნიშნავს, რომ ადამიანები მაიდანს დატოვებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებულნი იქნებიან ხელისუფლების სრულ გადატვირთვასა და არსებული სისტემის ცვლილებაში.
„დღეს საკვანძო საკითხი ეს ხალხისა და ხელისუფლების დაპირისპირებაა. მხოლოდ ბრალდების მოხსნა ან ამნისტია საკმარისი არ არის", განაცხადა კლიჩკომ.