პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებისთვის. როგორც საკითხის კომენტირებისას მარგველაშვილმა განაცხადა საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი იყო როცა ივანიშვილის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
,,თავისთავად, მთელი საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ადამიანს, რომელსაც ამდენი ღვაწლი ჰქონდა ჩვენი საზოგადოების წინაშე და პოლიტიკაში ნაბიჯების გადადგმას აპირებდა, მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს იყო სილის გაწვნა მთელი ქართული საზოგადოებისა, იმ უგუნური პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ვინც თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რაღაცეები ლაგდება, წყნარდება, პრობლემების გარეშე გვარდება და ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაც ასეთივე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების დალაგებისა და ნორმალიზაციისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.