,,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არავინ ამ ქვეყანაში თავი არ იგრძნოს მეორე ხარისხოვან მოქალაქედ", _განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ახლად დანიშნულმა მრჩეველმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდმა.
შამანიდის განმარტებით, ის პრეზიდენტს საქმის კურსში ჩააყენებს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
,, შევეცდები, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში იყოს ყველა იმ პრობლემასთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც ჩვენს ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობას აწუხებს. Eშევეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ არავინ ამ ქვეყანაში Oთავი არ იგრძნოს მეორე ხარისხოვან მოქალაქედ", _განაცხადა სოფო შამანიდმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ეროვნული უმცირესობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე სოფო შამანიდი წარადგინა.