ერთი რამ შემიძლიათ გითხრათ , რომ როდესაც სოზარ სუბარი პარლამენტმა
მთავრობის შემადგენლობაში დაამტკიცა, პირადად მე იმ იმედით, განცდითა და
რწემენით დავამტკიცე, რომ ციხეებში უზრუნველყოფდა წესრიგს და დაიცავდა იქ
მოთავსებული ადამიანების უფლებებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "პატიმრობის შესახებ" კოდექსში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც საპატიმროებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით პატიმართათვის სპეციალური საშუალებების გამოყენებას ისახავს მიზნად.
ამ თვალსაზრისით, უსუფაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ძალიან შერცხვება, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, რომ ახალი ხელისუფლება წამებას იწყებს ციხეებში."
"წიწაკიან გაზზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც კი ვფიქრობ რაღაც დამატებით საშუალებებზე, რომ თუ რაიმე მოხდა, სიმშვიდე შენარჩუნდეს ხოლმე. საერთოდ, წიწაკიანი გაზი რა არის არ ვიცი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ საპატიმრო ადგილებში თავმოყრილი არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან თბილი, ადამიანური და ჰუმანური დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან. მათ განაჩენებზე რომ არაფერი ვთქვათ, პატიმრობით გაღიაზიანებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ევროსაბჭოს მონიტორებმა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღფრთოვანებით ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა კარგად მიდის საქმეები ციხეში პატიმრებთან მოპყრობის თვალსაზრისით. ამის იქით, რა ტიპის საშუალებაა დასაშვები, გამოსაყენებელი და წიწაკა წითელი უნდა იყოს, თუ მწვანე, ამაზე რამის თქმა მიჭირს. ერთი რამ შემიძლიათ გითხრათ , რომ როდესაც სოზარ სუბარი პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობაში დაამტკიცა, პირადად მე იმ იმედით, განცდითა და რწემენით დავამტკიცე, რომ ციხეებში უზრუნველყოფდა წესრიგს და დაიცავდა იქ მოთავსებული ადამიანების უფლებებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.