პარალმენტის თავმჯდომარის თავდით უსუფაშვილის განაცხადებით, ოთხი რელიგიური კონფესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფის თაობაზე კონსულტაციები გაიმართა როგორც კონფესიების წარმომადგენლებთან, კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.
,,ჩემი ინფორმაციით, ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები იყო როგორც თავად ამ რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებთან, ისე საპატრიარქოსთან და უშუალოდ პატრიარქთან", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რელიგიური კონფესიებისთვის 4.5 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება ვერ მოხერხდა.
,,მთავრობამ განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში, კომუნისტურის რეპრესიების დროს დაზარალდა ბევრი მოქალაქე და ინსტიტუტი. იცით, რომ საბჭოთა სისტემა ყველაზე მძაფრად რელიგიურ ორგანიზაციებს ებრძოდა. მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს გარკვეულ სახსრებს და ამის კონსტიტუციური საფუძველი, საკონსტიტუციო შეთანხმებიდან გამომდინარე არის იმ ზარალის კომპენსაცია, რომელიც ამ ინსტიტუტმა განიცადა საბჭოთა რეჟიმის დროს, არის სხვა რელიგიური მიმართულებებიც, რომლებიც იმ სისტემის ანალოგიური მსხვერპლნი არიან. მთავრობამ ზუსტად ეს გაითვალისწინა. ეს პროცესი გაგრძელდება და თუ აღმოჩნდა, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს სხვა რელიგიებიც დაზარალდნენ, მთავრობა დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.