პარალმენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განაცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სათანადო უზრუნველყოფა დასჭირდება და ამ მიზნით, საკანონმდებლო ორგანომ თებერვალსა და მარტის თვეებში ამ მიმართულებით საკუთარი საქმე უნდა გააკეთოს.
,,ყველას გვესმის, რომ თვითმმართველობის არჩევნები იქნება უფრო საპასუხისმგებლო სტანდარტების დაცვის, საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისით, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები იყო. იმ უბრალო მიზეზის გამო რომ თვითმმართველობის არჩევნებში ათასობით კანდიდატი იქნება ჩართული", _განაცხადა უსუფაშვილმა.