საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე, ახალ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მიმართავს, გამოიძიოს არიან თუ არა მმართველ გუნდში აგენტები. ამის შესახებ განცხადება საგანელიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მე არ გამოვტოვებ არც ერთ საშუალებას რომ არ დაუბრუნდე იმ თემას რომელიც მე პირადად მაწუხებს. მაშინ როდესაც მე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, გარკვეული ჯგუფის მიერ აგორდა კამპანია რომ არსებობენ ჩანერგილი აგენტები "ქართულ ოცნებაში". ამ გვარებში მეც ვიყავი მოხსენიებული. მე მაშინვე შევიტანე სარჩელი სასამართლოში და უჩივლე გაზეთს ცრუ ინფორმაციისთვის. პროკურატურაში ამ საქმის შესწავლა მოვითხოვე. სამწუხაროდ დღემდე ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადამდგარა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ამ თემაზე იმ პერიოდში არჩილ კბილაშვილმა და ლაშა ნაცვლიშვილმა ხელი არ გაანძრიეს. მიუხედავად იმისა რომ მე მათთან რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა. არ ვიცნობ ახალ პროკურორს და აქიდან მინდა მივმართო გაარკვიოს არიან თუ არა "ქართულ ოცნებაში" აგენტები", - აცხადებს საგანელიძე.