საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მთავრობის გადაწყვეტილებას რომლის თანახმად ოთხი რელიგიური კონფენსია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება მთავრობის მხრიდან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიჩნევს.
,,ამ ამბის შესახებ დღეს გავიგე, დეტალებს უნდა გავეცნო. ვულოცავ საქართველოს მთავრობას ამ გადადგმულ ნაბიჯს, რომ ფინანსური დახმარება გაუწიოს სხვა დენომინაციებს საქართველოში", _განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ოთხი რელიგიური მიმართულება - ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან და ამ მიზნით 4,5 მილიონი ლარი გამოიყოფა.