შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით ავტომანქანების მინების დაბურვასა და ციმციმებზე გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები დაწესდება და პროცესს პირადად გააკონტროლებს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჭიკაიძემ განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
"მუშაობა დაწყებულია და მომავალში გვეცოდინება კონკრეტული პასუხები, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. რა თქმა უნდა, იქნება შეზღუდვები და აკრძალვები მინების დაბურვასა და ციმციმებზე, მას პირადად გავაკონტროლებ. ეს ცუდი ტრადიცია იყო, რაც გადმოგვყვა და ახალი სტანდარტებით აუცილებლად გამოსწორდება", - განაცხადა ჭიკაიძემ.