ყოფილი ქართველი ფეხბურთელისათვის და ამჟამად ვიცე-პრემიერ კახა კალაძისთვის გაუგებარია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში საქართველო და რუსეთი ერთ ჯგუფში რატომ არ თამაშობდნენ. კალაძე მიიჩნევს, თუ კი ეს სპორტის სხვა სახეობებში იყო შესაძლებელი, ეს უნდა მომხდარიყო ფეხბურთშიც. როგორც ცნობილია საქართველო რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ფეხბურთში რუსეთთან ერთად ერთ ჯგუფში აღარ მონაწილეობდა.
„მე ვფიქრობ, რომ 2008 წელსაც შესაძლებელი იყო ეს ყველაფერი მომხდარიყო. ვფიქრობ, რომ თუ ეს შესაძლებელია კალათბურთში, რაგაბში რატომ არ შეიძლებოდა ფეხბურთში? ეს ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის"- განმარტავს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ „უეფა"-ს პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებები მზად არიან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში ითამაშონ. როგორც ცნობილია „უეფას" აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური მიზეზების გამო ერთმანეთში ვერ ითამაშებენ საქართველო და რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, ესპანეთი და გიბრალტარი.