„უკრაინასა და რუსეთს შორის უახლოეს დროში ძალიან მსხვილ კონტრაქტებს მოეწერება ხელი". ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა გაზეთ „სეგოდნიასათის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„უკვე მაგიდაზეა და უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება ძალიან მსხვილ კონტრაქტებს ერთობლივი კოოპერაციული პროექტების რეალიზაციაზე, რომლებიც გემთმშენებლობის, ავიაციისა და სხვა სფეროებს მოიეცავს",_ განაცხადა აზაროვმა.
აზაროვმა აღნიშნა ასევე ის, რომ „უკრაინამ ძალიან სერიოზული ფინანსური დახმარება მიიღო რუსეთისგან".
„ჩვენი სავალუტო სისტემისათვის ჩვენ მივიღეთ შესაძლებლობა ეკონომიკის აქტივიზაციისა და მოდერნიზაციის ავამაღლეთ რა მისი კონკურენტუნარიანობა.
ანუ არსებითად, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მრეწველობის მომზადება ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონიათის", _ განაცხადა ნიკოლაი აზაროვმა.
მასალის გამოყენების პირობები