საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა დავოსში ეკონომიური ფორუმის შეფასებით დაიწყო, როგორც ღარიბაშვილმა მინისტრების მიმართვისას განაცხადა წელს ხელისუფლება მსხვილი ინვესტორების შემოსვლას ელოდება.
,,დავოსში წარმატებული ვიზიტი იყო. ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ და მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ინვესტორების შემოსვლა როგორებიც არიან იგივე ,,ტატა ჯგუფი". წელს მსხვილი ინვესტორების შემოსვლას ველოდებით. ასევე მომავალ წელს იგეგმება ,,იბიარდის" წლიური შეკრება რაც არის უპრეცედენტო მოვლენა, არა თუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ჩვენ რეგიონში. მინდა გითხრათ, რომ ყველა ძალიან დიდი იმედით უყურებს დღევანდელ ხელისუფლებას", _განაცხადა ღარიბაშვილმა.