საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობით ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანს. როგორც საკითხის კომენტირებისას ღარიბაშვილმა განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ყველაზე მძიმე მისიის შესრულება იტვირთა.
,,მივესალმები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას და ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მისია. ადამიანებს გაუჩნდათ შეკითხვა, თუ რატომ მიდის ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან. მან როგორც ბრძანა ის არსად არ მიდის და ის რჩება სადაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში იყო, ანუ საქართველოს და ქართველ ხალხთან ერთად. რეალურად, სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება გაძლიერება და განვითარება. მე მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ამ მიმართულებითაც მოახდენს ძალიან დიდ ძვრებს და ბევრ სასიკეთო ცვლილებას ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გარეშე, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ არის საკმარისი. უნდა მოხდეს ხალხის განვითარებაც და ეს უნდა იყოს თანმხვედრი პროცესი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე" დაფუძნდა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა.
ორგანიზაციის ხედვისა და მიზნების შესახებ მისი დამფუძნებელი დაწვრილებით 28 იანვარს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.