ოპოზიციის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგები საღამოს მაიდანზე გამოცხადდება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ვიტალი კლჩკომ გააკეთა.
„ჩვენ ამას სახალხო საბჭოზე გამოვაცხადებთ", _ განაცხადა კლიჩკომ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარის გარეშე დატოვეს. იანუკოვიჩთან შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.