რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატისტვის სახელის შეცვლას უპასუხიმგებლო საქციელს უწოდებს დიპლომატი მამუკა კუდავა.
„ზაქარეიშვილის მიერ სამინისტროსთვის სახელის გადარქმევა უპასუხისმგებლოა და თან ტყუილ არგუმენტზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებაა - თითქოს ამას აფხაზები და ოსები ითხოვდნენ და ამის გარეშე არ გველაპარაკებიან", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კუდავამ.
მისვივე თქმით, უცდოელ დიოლომეტებთან საუბარში იგი დარწმუნდა რომ ამის არანაირაი აუცილებლობა არ არსებობდა და ეს არ იყო აფხაზებისა და ოსების მოთხოვნა.
„სხვადასხვა უცხოელ დიპლომატთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აღნიშნული სრული დემაგოგიაა - ეს საკითხი არც მდგარა დღის წესრიგის აქტუალურ საკითხად: აფხაზები და ოსები ამ საკითხზე არანაირ დადებით რეაგირებას არ აკეთებენ. პირიქით, მივიღეთ ჩოჩიევის ცინიკური განცხადება. ზაქარეიშვილმა მისი გაუგებარი გადაწყვეტილების გასამართლებლად კიდევ ერთხელ, მისთვის ჩვეულ სტილში „დაგვაბოლა" - ანუ ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო, მის გარდა", - განაცხადა მამუკა კუდავამ.