საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 24 იანვრამდე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში შესაძლოა მოთოვოს.
მისივე განმარტებით, 25 იანვრიდან გამოიდარებს, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი.
,,ამაღამ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმას ველოდებით. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი, გაძლიერდება ქარიც. ამგვარი სიტუაცია 24 იანვრამდე გაგრძელდება, 25 იანვრიდან უკვე გამოიდარებს", _განაცხადა სვეტა ნიორაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.