ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მისი მეუღლის თაკო სალაყაიას საგამოძიებო უწყებაში დაბარებას გამოეხმაურა. როგორც საკითხის კომენტირებისას მერაბიშვილმა განაცხადა ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი.
"ვიძლევი გარანტიას, რომ ასეთი პატარა ადამიანები აუცილებლად დაისჯებიან. ისინი დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში. ზეწოლა ხდება ჩემს ნათესავებზე, მათ შორის ბიძაჩემის პროცესი ამ დროისათვის მიმდინარეობს. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ ამით გამტეხავენ და ჩემი მეუღლის წინააღმდეგ დაიწყეს პატარკაცური ქმედებები", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.