საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თურქეთში ვიზიტისას პრეზიდენტ აბდულა გიულისგან მიიღო დაპირება, რომ თურქული მხარე ოშკის რესტავრაციას 2014 წელს დაიწყებს.
,,სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკლების შედეგად იშხანში რესტავრაცია უკვე მიმდინარეობს და 2014 წელს იშხნის რესტავრაცია დასრულებული იქნება. პრეზიდენტი გიული დაგვპირდა რომ ამ წელს დაიწყებს ოშკის რესტავრაციას. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელის თაობაზე ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარებს", _განაცხადა იმერლიშვილმა.