აშშ-ში მცხოვრებ ქალბატონს ჟაკლინ ბაუერს 5 წლის განმავლობაში თავის შამპუნის საშუალებით არ დაუბანია. მისი განმარტებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი თმები გამოჯანმრთელდა.
ჟაკლინმა თავდაპირველად უარი თქვა ძვირადღირებულ შამუპნებზე და უფოსფორო თმის მოვლის საშუალებებზე გადავიდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მოთედი საკმაოდ ძვირადღირებული იყო და იმავდროულად საბანი საშუალებები მრავალ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდა. ამის შემდეგ ჟაკლინმა გადაწყვიტა თავი ბუნებრივი საშუალებებით დაებანა, როგორიცაა კვერცხის გული და ჭინჭარი. თუმცა მისი განმარტებით, თმა გახდა უხეში და მშრალი.
ამის შემდეგ მან გადაწყვიტა თავი საერთოდ აღარ დაებანა. ჟაკლინის განმარტებით ის შამუნით უკვე 5 წელია აღარ სარგებლობს. ამ ხნის განმავლობაში კი მისმა თმებმა სიძლიერე და ბზინვა დაიბრუნა.
აღსანიშნავია, რომ ჟაკლინის ქმარმაც უარი თქვა თავის დაბანაზე. ამ დროისათვის წყვილი შამპუნის წინააღმდეგ ბრძოლის აქციას უდგას სათავეში.
.