წინა ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა ავთენტური ვერსია ტელეკომპანია „იმედთან" დაკავშირებით გასაჯაროვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია იუსტიციის სამინისტროში ისუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატებთან ერთად გამართა. როგორც თეა წულიკიანმა განმარტა მხარეებს შორის დაიდო ორი მორიგების ხელშეკრულება.
,,, მხარეებს შორის დადებული იქნა ორი ხელშეკრულება მორიგების შესახებ. სახელმწიფოს მხრიდან მაშინდელი ხელისუფლების პირობებში მხარეები იყვნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, შსს, თავდაცვის სამინისტრო, საქრთველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტალემნტი, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო დეპარტამენტი, ეროვნული მარეგულირებელი კომისია და თბილისის მუნიციპალიტეტი. მათი ყველას სახელით მთავრობის აქტის საფუძველზე მორიგების ხელშეკრულებეას ხელი მოაწერა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა. მეორე მხარეს წარმოადგენდა ადვოკატი, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, დედა და ოჯახის სხვა წევრები", _განაცხადა წულუკიანმა.
წულუკინმა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მადლობა გადაუხადა რომ დოკუმენტისთვის გასაჯაროვების გადაწყვეტილება მიიღეს.
,, ჩვენი ხელისუფლება გმობს იმ მიდგომას, რომელიც წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესის წინააღმდეგ აწარმოეს და მიგვაჩნია, რომ ეს იყო ბიზნესზე სამაგალითო ზეწოლა, რომელიც განხორციელდა და რეალურად ეს იყო ის მოდელი, როგორც ებრძოდა ბიზნესს ,,ნაციონალური მოძრაობა". ოჯახმა ბევრ ქარტეხილს გაუძლო და მინდა დიდი პატივისცემა დავუდასტურო პატრაკაციშვილის დედას, რომელმაც ყველაფერი ეს გამოიარა", _განაცხადა წულუკიანმა.