კერძო სექტორმა პრემიერ-მინისტრთან სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და გარკვეულწილად ერთობლივად განსახორციელებელი პროექტებიც დაიგეგმა. როგორც ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ, „თიბისი ჯგუფის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. იყო ძალიან საინტერესო საუბარი. პრემიერ-მინისტრის საქმის კურსშია იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაშია. დაისახა კონკრეტული გეგმები და გამოიკვეთა პრიორიტეტები, თუ რაზე გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება აქცენტს, რათა კოორდინაცია მოხდეს ბინზესთან და ერთობლივი ძალებით დაიწყოს დიდი პროექტები, საშუალო ბიზნესის განვითარება და საერთოდ ეკონომიკის განვითარება"- განაცხადა ხაზარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას ორგანიზება ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაუწია.