საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამომავლო გეგმები დასახა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებს.
მასალის გამოყენების პირობები