თუ 2040 წლის 5 თებერვალს დედამიწას არ გაანადგურებს გიგანტური მეტეორიტი, 2055 წელს დაიწყება ახალი გამყინვარების პერიოდი. ასეთი მოსაზრება გამოთქვეს იაპონელმა და რუსმა მეცნიერებმა. ამჟამად დედამიწის განვითარების ყველაზე პოპულარულ თეორიად გლობალური დათბობა მიიჩნევა. ამის მიუხედავად იაპონელი ოკეანელოგი მოტოტაკა ნაკუმარა ავითარებს თეორიას იმის შესახებ, რომ 2015 წლიდან დაიწყება აციება. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს რუსი მეცნიერი ხაბაბულო აბდულსამატოვი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მომავალი წლიდან დაიწყება მზის აქტიობის კლება, რაც გამოიწვევს მსოფლიო ოკეანის ტემპერატურის კლებას და ყინულის მასის ზრდას. დედამიწაზე ტემპერატურის დაცემის მაქსიმუმი 2055 წელზე მოვა, როდესაც დაიწყება ახალი გამყინვარების ეპოქა, რომელიც გაგრძელდება 2 საუკუნე. მეცნიერები არ უარყოფენ, რომ დედამიწაზე კლიმატის ცვლილება აუცილებლად მოხდება, თუმცა რა მიმართულებით ამას დრო აჩვენებს.