„უახლოეს მომავალში პუტინი დაიწყებს ზეწოლის სხვა მეთოდების გამოყენებას და ამაში უკვე დანებებულ სომხეთს გამოიყენებს", _ წერს სომხური მედია.
„იმისათვის, რომ გადაწყვიტო ისეთი პრობლემა, როგორიცაა საბაჟო კავშირის ფარგლებში საერთო საზღვრის არარსებობა, სომხურ მხარეს კალინინგრადის მიმართ გამოყენებული ინსტრუმენტი წარედგინა", - ეს განცხადება სომხეთის პრემიერმა ტიგრან სარგსიანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. თუმცა, მცირე ხნის შემდეგ თავისივე სიტყები უარყო და განაცხადა, რომ კალინინგრადის ინსტრუმენტი მათ რუსულმა მხარემ კი არ წარუდგინა, არამედ მხოლოდ მისი განხილვა მიმდინარეობდა.
„ჩვენ წარგვედგინა ახლი ინსტრუმენტი, რომელსაც კალინინგრადის მიმართ იყენებენ - ამ მეთოდით ტრანზიტის მეშვეობით ეს საქონელი მეზობელი სახელმწიფოს საზღვარს იმისათის კვეთენ, რომ მეპატრონე სუბიექტს არ წარმოექმნას რაიმე სახის პრობლემა საბაჟო სამსახურებთა და იყო გამარტივებული პროცედურა",_ განაცხადა პრესკონფერენციის დასაწყისში პრემიერმა, შემდეგ თავისივე სიტყვების უარყოფით განაცხადა: „არ ვეთანხმები იმ ტერმინს რაც თქვენ გამოიყენეთ იმის შესახებ, რომ ჩვენ კალინინგრადის ინსტუმენტი წარმოგვედგინა: მე ასეთი რამ არ მითქვამს, მე ვთქვი, რომ ჩვენ შევისწავლეთ კალინინგრადის გამოცდილება. ეს კი სულ სხვა საქმეა იმიტომ, რომ ის მექანიზმი, რომლის შეთავაზებაც სომხეთისათის იგეგმება ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იქნება ისეთი მექანიზმი, რომელიც კალინინგრადის გამოცდილებას გაითვალისწინებს, თუმცა ჩვენთვის ის უფრო ხელსაყრელი იქნება".
„ხოლო თუ როგორი უნდა იყოს ეს მექანიზმი, რომელიც კალინინგრადის გამოცდილებას გაითვალისწინებს, მაგრამ ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, ალბათ არც თავად პრემიერმა იცის.
კალინინგრადი, რომ „განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად" მიიჩნევა, სადაც რუსეთის სხვა რეგიონებთან შედარებით გადასახადის გადახდის უფრო შეღავათიანი რეჟიმი მოქმედებს.
ეს არსებითად, თავისუფალი ეკონომიკური ზონაა და იქ შეტანილი საქონელი საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან გათავისუფლებულია ფედერალური კანონის თანახმად. ასევე ამ კანონის თანახმად, კალინინგრადიდან გატანილი საქონელი რუსეთის სხვა რეგიონებში ასევე თავისუფალია გადახადებისაგან",_ წერს სომხური მედია და აღნიშნავს, რომ ვერაფერი ამ რეჟიმის მსგავსი სომხეთის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება, ვინაიდან რუსეთი არ დათანხმდება გადასახადის გარეშე სომხეთში სხვა და სხვა ქვეყნიდან იმპორტს, როგორც ეს კალინინგრადის შემთხვევაში ხდება.
ამ შემთხვევაში საბაჟო კავშირის მიზანი (ერთიანი საბაჟო ფსონები მესამე ქვეყნების მიმართ) აზრს კარგავს. ერთი სიტყვით, სომხეთის მიმართ კალინინგრადის გამოცდილება გამოყენებული ვერ იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ პრემიერის მიერ ნათქვამ „უფრო მომგებიან პირობებზე".
„თუმცა, პრემიერი სადღაც მაინც მართალია, ვინაიდან კალინინგრადის მაგალითი რუსეთმა შესაძლოა სულ სხვანაირად გამოიყენოს",_ აგრძელებს სომხური მედია -
იყენებს რა კალინინგრადში სხვა და სხვა ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, რუსეთი მათ ლიტვის წინააღმდეგ მიმართავს პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად. მაგალითად, ამის ბოლო შემთხვვევა 2013 წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა, როდესაც კალინინგრადის საზღვარზე არსებულ გამშვებ პუნქტებში, ავტომობილები, რომლებსავ ლიტვური სანომრე ნიშნები ჰქონდათ პირწმინდად იჩხრიკებოდა რუსი მესაზღვრეების მიერ. მართალია ამის გამო თავად კალინინგრადში მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეებიც დაზარალდნენ, რომლებსაც კალინინგრადის დატოვება უპრობლემოდ შეეძლოთ აი უკან დაბრუნებისათვის კი ისინი საზღვარზე დიდი ხნის განმავლობაში იდგნენ. ამის შედეგად, მხოლოდ კალინინგრადის კომპანია-გადამზიდავებმა თვეში 150 მილიონი რუბლის ზარალი ნახეს. ამავე პერიოდში რუსეთმა ლიტვური რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა, რამაც კალინინგრადში სერიოზული უკმაყოფილება და საპროტესტო აქციებიც კი გამოიწვია.
კალინინგრადელმა რუსებმა სოციალურ ქსელებში თავიანთი ფოტოსურათები, პროტესტის ნიშნად ლიტვური რძის პორდუქტების ფოტოებით შეცვალეს და ქალაქის ხელმძღვანელობას რეფერენდუმის ჩატარების განაცხადიც კი მიუტანეს.
ბოლოდ და ბოლოს კალინინგრადის გუბერნატორი მოსკოვში წავიდა და პუტინტან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია იმას, რომ გამკაცრებული კონტროლის რეჟიმი რუსეთ-ლიტვის საზღვარზე მოიხსნა.
სერჟ და ტიგრან სარგსიანები ახორციელებენ სწორედ ამგვარ პროგრამას - მათ სომხეთის კალინინგრადად გადაქცევა უნდათ. უახლოეს მომავალში საქართველო აპირებს ვილნიუსში პარაფირებული ხელშეკრულების ხელმოწერას ასოცირების შესახებ რაც შეუძლებელია რუსეთს არ აშფოთებდეს.
არის ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზები წინ გადასწიეს (საქართველოს აღნიშნულ მონაკვეთზე თავისი ჯარი არ განუთავსებია, მიიჩნევდა რა სამხრეთ ოსეთს თავის ტერიტორიად და ის ვერ შეძლებდა საკუთარ ტერიტორიაზე საზღვრების დახაზვას). ცხადია, რომ უახლოეს მომავალში პუტინი დაიწყებს ზეწოლის სხვა მეთოდების გამოყენებას და ამაში უკვე დანებებული სომხეთის (საბაჟო კავშირის თემაზე) არგამოყენება უბრალოდ ბრიყვული იქნება.