საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, 16 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა მოაწყო აქცია სუროგატ დედებთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს.
საპატრიარქო ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და ყველას მოუწოდებს შეინარჩუნოს სიმშვიდე."
მასალის გამოყენების პირობები