„ვისოლ ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ „ვენდიმ" ფონდ „იავნანასა" და მცხეთაში ასებულ დღის ცენტრ „მომავლის რწმენის" სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლა და საშობაოდ სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.
«„ვისოლ ჯგუფი" სოციალურ პროექტებს ახორციელებს დევიზით «ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს". შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებზე, რომელთან ჩვენი მხარდაჭერა და ყურადღება განსაკუთრებულად ჭირდება. დღეს ამერიკული რესტორანი „ვენდი" ეცადა მათთვის სადღესასწაულო განწყობა შეექმნა და შობის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად მიელოცა",- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
„ვისოლის" და ფონდი „იავნანას" ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგად უკვე არაერთ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა. ფონდი «იავნანას" და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციების ძალისხმევით 6000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს საკუთარ მშობლებთან ერთად უკეთესი მომავლის რწმენით. 2011 წელს ფონდი «იავნანას" მიერ სპორტის სასახლეში გამართულ საქველმოქმედო აქციაზე მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ „ვისოლ ჯგუფს" ფონდის აქტიური მხარდაჭერისათვის «ოქროს რაში" გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები